Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - II კვარტალი, 2020

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 12.6%-ით შემცირდა
  • წლიური ინფლაცია 6.5%-ს გაუტოლდა
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.8%-ით გაუფასურდა, ხოლო 2019 წლის II კვარტალთან შედარებით კი - 12.7%-ით.
  • ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 759.8 მლნ ლარი შეადგინა
  • გაიზარდა როგორც დეპოზიტებზე, ისე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.